შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები წარადგინა
14 დეკემბერი 2022

14 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, სალომე გელაშვილმა, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები წარადგინა. რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შემოქმედებით ინდუსტრიებზე ჩატარებული კვლევა წარადგინა
02 ნოემბერი 2022

მარიამ კაცაძემ და გიორგი პაპავამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი გუნდიდან, თბილისი რუმსში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური განზომილების შეფასების შედეგები.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა GIA-ს ტრენინგი ჩაატარეს
19 ოქტომბერი 2022

17-19 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, დავით კეშელავა და მარიამ ლობჯანიძე იყვნენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის წევრები, რომელთაც გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის.

მოგების გადასახადის მოდელის შეფასება და სამომავლო პერსპექტივები
17 ოქტომბერი 2022

მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და განაწილებული მოგების დაბეგვრის რეჟიმს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მოგება გადასახადისგან თავისუფალია, განაწილების შემდეგ კი მოგება 15%-ით იბეგრება.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება
01 ივლისი 2022

„კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსა (CSB) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ყოვლისმომცველი ანგარიში.

შეავსე ფორმა