06
თებერვალი
2014
უკვე რამოდენიმე წელია აზერბაიჯანში იმიგრაციის მზარდი ტალღა შეინიშნება. გრაფიკი 1 ასახავს აზერბაიჯანის წმინდა იმიგრაციას (იმიგრაციისა და ემიგრაციის სხვაობას) ბოლო 22 წლის განმავლობაში. მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ 2008 წლიდან ყოველწლიურად იმიგრანტთა რაოდენობა უფრო და უფრო მეტად აღემატება ემიგრანტთა რიცხვს.
27
დეკემბერი
2013
2012 წლის არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად უნდა მივიჩნიოთ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი ოცწლიანი პერიოდის განმავლობაში ეს არჩევნები გამორჩეული იყო იმით, რომ უპრეცედენტოდ მაღალი აღმოჩნდა მის საბოლოო შედეგთან დაკავშირებული გაურკვევლობის ხარისხი და ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და მის მთავარ კონკურენტს შორის მიმდინარე პაექრობის სიმწვავე.
25
ოქტომბერი
2013
ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სამუელ ჰანთინგტონი წიგნში „მესამე ტალღა: დემოკრატიზაცია მეოცე საუკუნის ბოლოს“ (1991 წელი) მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში დაფიქსირებულ დემოკრატიზაციის სამ ტალღას აღწერს. პირველი ტალღის შედეგად წარმოიქმნა კლასიკური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ჩრდილოეთ ამერიკა.
27
სექტემბერი
2013
ეკონომიკის პრინციპების კურსის პირველივე ლექციაზე ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს, რომ ვაჭრობა სარგებლიანია. ნებაყოფლობითი გაცვლა (ანუ ვაჭრობა) ზრდის საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას გაცვლაში მონაწილე ორივე მხარის მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. ეკონომისტებისათვის ვაჭრობის სარგებლიანობა ის აქსიომაა, რომელსაც ამ მეცნიერების მრავალი პრინციპი ემყარება.
21
სექტემბერი
2013
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.