2023 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,325 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 9%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის მაისში სრული წარმოება 1,461 მილიონი კილოვატსაათი იყო).
გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია. ეს განპირობებულია პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოვლენებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში გლობალური ეკონომიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი იყო, ვითარების გაუარესება არის მოსალოდნელი.
2023 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2022“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2022 წელს მშპ-ის 7.5% შეადგინა (მუდმივ ფასებში), რაც 2021 წლის მაჩვენებელზე (8%-ზე) ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).
2023 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,249 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის აპრილში სრული წარმოება 1,125 მილიონი კილოვატსაათი იყო).
აღნიშნული ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.