საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2012 წლიდან სექტორი ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსება 2011 წელს 85 მლნ. ლარიდან მომდევნო წლებში 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა და 2020 წლისთვის თითქმის 293 მლნ. ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი ათზე მეტი პროგრამა შეიმუშავა. 2013 წელს დაარსდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც (APMA), რომელიც აღნიშნული პროგრამების მართვაზეა პასუხისმგებელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მეცხოველეობის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ქმნის რა სექტორის მთლიანი გამოშვების ნახევარზე მეტს. მართალია ფერმერული მეურნეობები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია, სადაც სოფლის მეურნეობა უპირატესად მეცხოველეობითაა წარმოდგენილი.
2016 წელს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ბიზნესისა და წარმოების დაწყებისა და გადასახადების ადმინისტრირებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმა გატარდა.
ქართველ ფერმერებში კენკროვანი კულტურების წარმოება სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. სასოფლო-სამეურნეო წარმოების დივერსიფიკაციის საჭიროებისა და ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებული შესაძლებლობების შედეგად, სექტორს მეტი ყურადღება ექცევა როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.