თუმცა, ყველა სამწუხარო ამბავში შეიძლება პოზიტიური დეტალის აღმოჩენა და როგორც ბევრი დამკვირვებელი, ამ ფონზე შეიძლება დადებითად შევაფასოთ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი არაა ახალი კადრი. იმ გამობრძმედილი კარიერული დიპლომატის დანიშვნა, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩაბმული საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის პროცესში, მიუთითებს იმაზე, რომ ნელა, მაგრამ განუხრელად საქართველოს სახელმწიფო ძლიერებასა და სიცოცხლისუნარიანობას იკრებს.
უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ აღმოსავლეთ დონბასი (დონეცკის და ლუგანსკის ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორია) გაყინული კონფლიქტური ზონა გახდება. ასევე ცხადია, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის მთავრობის გავლენა შესუსტდება და პარალელური, არაღიარებული „კვაზი სახელმწიფო“ ჩამოყალიბდება.
Democracy and Freedom Watch-ის 9 ოქტომბრის ახალი ამბების მიხედვით “საქართველოს ახალი, საკამათო კანონი იმიგრაციის შესახებ, შესაძლოა შეიცვალოს”. DFW წერს, რომ კანონმა „ქვეყნის ექსპატრიატთა საზოგადოებაში გაურკვევლობა და გაღიზიანება გამოიწვია. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ახალი კანონის განხორციელებისას რაიმე პრობლემა შეიქმნება „ჩვენ აუცილებლად ჩავასწორებთ მას”.
მიმდინარე სასწავლო წელს, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მიიღო ცხრა სტუდენტი სომხეთიდან და ერთი აზერბაიჯანიდან. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ აგვისტოს დასაწყისში და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი შეიტანეს 1 სექტემბრამდე. ყველა აპლიკაცია იდენტური იყო. ამ ათი სტუდნეტიდან, შვიდმა მიიღო ბინადრობის ნებართვა, ორს უარი განუცხადეს და ერთის საქმე ჯერ კიდევ პროცესშია.
მაშინ, როდესაც რუსეთი თავის პერიფერიაზე ქმნის და ინარჩუნებს „გაყინული კონფლიქტის” ამდენ ზონას, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა სიტუაციასთან გამკლავების სწორი სტრატეგია შეარჩიონ. სამხედრო ვარიანტი განხილვას აღარ ექვემდებარება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ახლა უკვე, უკრაინაც, არ აქვთ მოქმედების მაინცდამაინც ბევრი კარგი ალტერნატივა.