შეავსე ფორმა
Logo
ოქტომბერი 2023 | ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გრძელდება
30 ოქტომბერი 2023

2023 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.13 ლარი შეადგინა. ოქტომბრის საშუალო ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან (2023 წლის სექტემბერთან) შედარებით და 6.8%-ით დაბალი – წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (2022 წლის ოქტომბერთან) შედარებით.

ოქტომბერი 2023 | საქართველოს სავაჭრო დეფიციტი და ქვეყანაში შემოდინებული ფულადი გზავნილები მცირდება, ინფლაციის მაჩვენებელი უცვლელია, სამომხმარებლო კრედიტების რაოდენობა და ფულის მასა კი იზრდება
23 ოქტომბერი 2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის აგვისტოს მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 5.8%-ს შეადგენს. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება კი 7%-ს უტოლდება.

II კვარტალი 2023 | მაკრო მიმოხილვა: მშპ-ის ზრდის ნელი ტემპის, ინფლაციის მაჩვენებლების სტაბილიზაციის და სავალუტო ნაკადების დინამიკის ანალიზი
23 ოქტომბერი 2023

2023 და 2024 წლებში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3,0%-მდე შემცირება 2022 წელს არსებული 3,5%-დან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2023 წლის აპრილის პროგნოზებთან შედარებით, 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0,2 პროცენტული პუნქტით ზრდა, 2024 წლის პროგნოზი კი უცვლელია.

სექტემბერი 2023 | ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია შეიცვალა
28 სექტემბერი 2023

2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა. 2023 წლის ივნისიდან ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 4.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, მეტწილად, გასული ოთხი თვის (2023 წლის ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება.

სექტემბერი 2023 | გაცვლითი კურსისა და ფულადი გზავნილების რაოდენობის გათვალისწინებით, მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი
25 სექტემბერი 2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ივლისის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მოსალოდნელია მშპ-ის 5,5%-ით ზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში კი 7,2 %-ს მიაღწია.

შეავსე ფორმა