დაწყებიდან დღემდე პანდემიამ 180-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავა COVID-19-ზე რეაგირების აღრიცხვის მექანიზმი, რომელიც ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს შესაბამისი ინდექსით აფასებს და სამთავრობო პოლიტიკებს სხვადასხვა ჭრილში ადარებს.
28 მაისს საქართველომ მეოთხე ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს მათ, ვინც ამა წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე შეიტანს სესხზე განაცხადს ახლად აშენებული ან მშენებარე ბინის შესაძენად. სუბსიდია შეეხება სესხებს 200 000 ლარამდე.
საქართველომ COVID-19-ის პანდემიას ადრეულ ეტაპზევე უპასუხა აგრესიული ზომების შემოღებით. საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩაიკეტა საერთაშორისო საზღვრები, აიკრძალა შიდა გადაადგილება და საზოგადოებრივი თავშეყრა, დაიხურა კაფე-რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, დაწესდა კომენდანტის საათი. შედეგი ის იყო, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთა COVID-19-ის პაციენტებით. 18 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსის 893 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 739 უკვე გამოჯანმრთელდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია და დღეის მდგომარეობით 14-ს შეადგენს.
შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, როდესაც ავჭალაში, ყველაფრისგან მოშორებით, გამუდმებით მოფუსფუსე, ოთხ ჰექტარ ფართობზე გაშენებულ „ხელოსნების ქალაქს“ აღმოაჩენთ. ამ ადგილას საბჭოთა დროს ხალიჩის მწარმოებელი დიდი ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც საბჭოთა კავშირთან ერთად დავიწყებას მიეცა და ჭაობით შემოსაზღვრული შენობის კარკასად იქცა.
სოფლის მეურნეობის დარგსა და სოფლად ცხოვრების განვითარებას ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმერების მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 12 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“.