ზაფხულში სოციალური ქსელები გაივსო ვიდეოებით, სადაც ხალხი (მათ შორის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან) თავზე ყინულით სავსე წყალს ისხამდა. საზოგადოების ნაწილმა, ეს ფაქტი დადებითად მიიღო და საკმაოდ გაერთო კიდეც ვიდეოების ყურებით (ზოგმა თავადაც კი მიიღო მონაწილეობა Ice Bucket Challenge-ში), ნაწილში კი გაღიზიანება გამოიწვია ამ საქველმოქმედო კამპანიამ, რომელიც რთული გასარჩევი იყო მეგობრებისა და ნაცნობების მიერ დაგზავნილი ჩვეულებრივი “სპამების” შემოტევისაგან.
დავუშვათ, გსურთ შეიძინოთ პომიდორი თბილისის ბოსტეულის ბაზარში. დახლზე ხედავთ საუკეთესო ხარისხის, წითელ პომიდორს. მის გვერდით კი, ზუსტად იგივე ფასად, იყიდება ნახევრად დამპალი პომიდორი. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ გამყიდველმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო ფასების დაწესების დროს და იყიდით კარგი ხარისხის პომიდორს.
რა არის ოჯახი? ამ კითხვაზე, მაგალითად, შვედი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებთ „დედიკო, მამიკო და ბავშვები“. საინტერესოა, რას გიპასუხებდნენ საქართველოში? ქართველი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებდათ „ბებია, ბაბუა, დედა, მამა და ბავშვები“. მრავალთაობიანი ოჯახი, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურად უფრო განვითარებული ნაწილი დღეს თითქმის აღარ იცნობს, ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.
ჭადრაკი ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი ბევრი ქართველი ნაცნობი ასაკოვანი ხალხია. მათ შორის არის რამდენიმე ყოფილი საბჭოთა მეცნიერი: ფიზიკოსი, მათემატიკოსი, სტატისტიკოსი და ინჟინერი. მას შემდეგ, რაც თბილისში ვცხოვრობ, ისინი ხშირად დამცინიან ჩემი სამეცნიერო მიღწევების გამო: „Ph.D. ხარისხით, – უყვართ ხოლმე თქმა, – საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის მეტი ვერ გახდებოდი“.
ამ სტატიის პირველ ნაწილში მე აღვწერე სოციალური კეთილდღეობის სისტემისგან გამოწვეული ზოგიერთი საზიანო სტიმული. შემდეგ განვიხილე, რომ სიმონ კუზნეცის ცნობილი პარადიგმის თანახმად, როდესაც ქვეყანა შედის ზრდის ტრაექტორიაში (როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2003 წელს), მზარდი უთანასწორობის თავიდან აცილება ძნელია და დავასაბუთე, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსთვის უთანასწორობასთან სოციალური კეთილდღეობის საზომებით ბრძოლის პოლიტიკა, სულ მცირე, ამბივალენტურია (რომ აღარაფერი ვთქვათ საეჭვოზე).