უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება. სულ უფრო მეტი სტუდენტი ამჯობინებს, განათლება სამშობლოს ფარგლებს გარეთ მიიღოს. განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავარ როლს ასრულებს დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების განვითარებაში. საერთაშორისო სტუდენტების მნიშვნელობა კი სცდება ეკონომიკაზე მოკლევადიან ფინანსურ ზემოქმედებას. მათი როლი განუზომელია სოციალურ დაახლოებასა და საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებაში.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ცუდად მუშაობს საქართველოს განათლების სექტორი, შთამბეჭდავია, რომ ამდენი ქართველი გამოირჩევა ინტელექტუალურად. მაგალითად, ISET-ის არაერთი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე, რაც იმის დასტურია, რომ ბევრი ქართველი არახელსაყრელი პირობების მიუხედავად მაინც ახერხებს ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას.
ნობელიანტი ეკონომისტი, ჯეიმს ჰეკმანი ამტკიცებდა, რომ „მონაცემები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე“, მას შემდეგ, რაც ჩაატარა „პერის სკოლამდელი პროექტის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ მაღალი ხარისხის სკოლამდელ განათლებაში ინვესტირების უკუგება დაახლოებით 14%-ია – უკუგების დონე, რომელიც საბირჟო ფონდის სტანდარტული ბრუნვის უკუგებაზე (7.2%) გაცილებით მაღალია.
2002-დან 2012 წლამდე შვედეთი საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამაში (PISA) 16 ადგილით ჩამოქვეითდა და მე-7-დან 23-ე ადგილზე გადანიაცვლა. PISA-ს 2015 წლის გამოკვლევით, შვედეთმა მონაწილე 34 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი დაიკავა მათემატიკაში! როგორც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) წერს: „PISA-ში მონაწილე სხვა არცერთ ქვეყანაში არ გაუარესებულა ასე მკვეთრად სტუდენტების შედეგები განვლილ ათწლეულში“. ვინ არის დამნაშავე?
საქართველოს ამერიკელ და დასავლეთ ევროპელ სტუმრებს ანცვიფრებთ ის, რომ საშუალო ასაკის ქართველი ტაქსის მძღოლები ხშირად ტრაბახობენ რამდენიმე დიპლომით, ხოლო სასტუმროს მისაღებებსა თუ მაღაზიაში ასისტენტად მომუშავე ახალგაზრდები ხშირად სამართლის, ბიზნესისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტდამთავრებულები არიან. თბილისში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ სტუმრებს, შესაძლოა, შეექმნათ წარმოდგენა, რომ საქართველოში იმდენად ჭარბია ადამიანური კაპიტალი, რომ ამ საკმაოდ მარტივ პოზიციებზე ძალიან დიდი კონკურენციაა.