შეავსე ფორმა
Logo
ნოემბერი 2020 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
30 დეკემბერი 2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2020 წლის ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება: საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები 2021 წლის დამდეგს
28 დეკემბერი 2020

ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დაფიქსირებული დადებითი სხვაობის შემდეგ, ივლისიდან ქვეყანა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება.

გამოწვევები და პერსპექტივები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი ქალთა ბიზნესებისთვის, COVID-19-ისა და პოსტ COVID-19-ის პერიოდში
27 დეკემბერი 2020

COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის აღმოფხვრა: რა როლი აქვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას?
21 დეკემბერი 2020

საქართველოში განათლება (ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ.

დეკემბერი 2020 | ნავთობის გლობალური ფასების კლება საქართველოს სავაჭრო ბალანსისა და ინფლაციის მაჩვენებლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს
16 დეკემბერი 2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2020 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა