24
ოქტომბერი
2022
2022 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში, შესაბამისად, 3,107 მლნ და 3,663 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც სრული წარმოების 27.9% და 35.3%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით (2021 წლის პირველ კვარტალში (Q1) სრული წარმოება 2,429 მლნ კვტსთ-ს შეადგენდა, ხოლო მეორე კვარტალში (Q2) – 2,708 მლნ კვტსთ-ს).
23
ოქტომბერი
2022
სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა. მაისიდან მოყოლებული, მომხმარებელთა განწყობის ინდექსს დადებითი ტენდენცია ჰქონდა, სექტემბერში კი მცირე ვარდნა დაფიქსირდა და ინდექსი აგვისტოში არსებული -23.9 პუნქტიდან სექტემბერში -24.1 პუნქტამდე დაეცა.
19
ოქტომბერი
2022
17-19 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, დავით კეშელავა და მარიამ ლობჯანიძე იყვნენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის წევრები, რომელთაც გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის.
17
ოქტომბერი
2022
მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და განაწილებული მოგების დაბეგვრის რეჟიმს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მოგება გადასახადისგან თავისუფალია, განაწილების შემდეგ კი მოგება 15%-ით იბეგრება.
17
ოქტომბერი
2022
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მესამე კვარტლის (ივლის-სექტემბერი) მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა წინა თვის პროგნოზთან შედარებით და ახალი მაჩვენებელი 16.4%-ს გაუტოლდა.