20
თებერვალი
2016
ხანდახან გარდაქმნისთვის საჭიროა კრიზისი. ეს განსაკუთრებით კარგად ეკონომისტებმა იციან. ეს პრინციპი ყოველთვის გვახსენებს თავს, როცა კი ქვეყანა ეკონომიკურ შოკს განიცდის. ასეთ დროს ქვეყანა ჰგავს პაციენტს, რომელსაც ექიმი ბოლოჯერ აფრთხილებს, უარი თქვას მავნე ჩვევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს გამოუსწორებელი შედეგისთვის თვალის გასწორება.
15
თებერვალი
2016
ძველი ბერძნების საქართველოთი აღფრთოვანება მხოლოდ ოქროს საწმისით არ შემოიფარგლებოდა. ლეგენდის თანახმად, ისინი საქართველოს "გეორგიას" უწოდებდენ, რომელიც ბერძნული სიტყვიდან „γεωργός“ მოდის და მიწის მუშაკთა ქვეყანას ნიშნავს, რაც ბერძნების თვალში მათ ჯერ კიდევ მომთაბარე მეზობელი ტომებისგან გამოარჩევდა. ქართველებმა (კერძოდ, იბერიელებმა და კოლხებმა), როგორც ჩანს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს არგონავტებზე, რახან ასეთი აღიარება დაიმსახურეს.
14
თებერვალი
2016
ამ კვირაში ეკონომიკურად დასუსტებულ ევროპას კიდევ ერთი გიჟური იდეა მოუვიდა თავში. ევროპელი პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, 500-ევროიან კუპიურას ხმარებიდან ამოიღებენ, ხოლო ნაღდი ფულით 5000 ევროზე მეტის გადახდა არალეგალური გახდება. მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცხადებული მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზომების მიღებაა, თუმცა, როგორც ჰანს-ვერნერ სინმა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში ახსნა, რეალური მიზანი საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა.
08
თებერვალი
2016
ესტონეთსა და საქართველოს ბევრი რამ აკავშირებს. ორივე ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყო მოქცეული რუსეთის, გერმანიისა თუ ოსმალეთის/სპარსეთის იმპერიის მარწუხებში. საერთო წარსული განაპირობებს, ალბათ, იმას, რომ საქართველო არის ესტონეთის თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
06
თებერვალი
2016
თუკი დასავლეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ეწვევით, ერთი რამ, რაც თვალში გეცემათ, არის თვალსაჩინო სიღარიბის საშუალო ასაკი. აქ უფრო ხშირად წააწყდებით ქუჩაში დახმარების თხოვნით ხელგაწვდილ მოხუცებს და ღარიბულად ჩაცმულ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე იაფი პროდუქტების მომხმარებლები არიან.