12
დეკემბერი
2022
საქსტატმა 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა: 1-ელი კვარტლის ზრდის მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტლების წლიური ზრდის მაჩვენებლები მცირედით გაიზარდა და, შესაბამისად, 7.2% და 9.8% შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10% იყო.
06
დეკემბერი
2022
6 დეკემბერს იაროსლავა ბაბიჩმა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „განვითარების დღე“, რომელსაც სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკების კვლევითი ინსტიტუტი (SITE) ატარებს სტოკჰოლმში.
05
დეკემბერი
2022
2022 წლის ოქტომბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,034 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის ოქტომბერში სრული წარმოება 1,192 მილიონი კილოვატსაათი იყო).
05
დეკემბერი
2022
5 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მონაწილეობა მიიღო თბილისის კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენციის შემაჯამებელ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ქალთა, როგორც ცვლილებების აგენტების გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა.
05
დეკემბერი
2022
2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.90 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4.9%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ოქტომბრის) და 27.3%-ით წინა წლის (2021 წლის ნოემბრის) მაჩვენებელს.