მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყურადღებამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პანდემიაზე გადაინაცვლა, კლიმატის ცვლილებასა და მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხებმა პოლიტიკურ დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაიწია.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინტერნიუს საქართველომ MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებს გააცნეს MediaTOR-ის ელექტრონული პლატფორმა – ეკონომიკური რეფორმების ბიბლიოთეკა მედიისთვის.
15 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, თელავში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
ევროკავშირის მაგალითზე ნათელი გახდა, თუ რა დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ერების ეკონომიკური განვითარებისათვის ენერგოსაჭიროებების დასაკმაყოფილებლად მეტწილად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და რა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოების მიზნის მიღწევა, როდესაც უმეტესწილად ერთ სახელმწიფოზე ხარ დამოკიდებული საკვანძო ენერგოპროდუქტების მოწოდების მხრივ.
2022 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.54 ლარი იყო, რაც 5.4%-ით ნაკლებია 2022 წლის მარტის მაჩვენებელზე და 30%-ით აღემატება 2021 წლის მაისის მაჩვენებელს.