ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის პოზიციაზე.
მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და განაწილებული მოგების დაბეგვრის რეჟიმს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მოგება გადასახადისგან თავისუფალია, განაწილების შემდეგ კი მოგება 15%-ით იბეგრება.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მესამე კვარტლის (ივლის-სექტემბერი) მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა წინა თვის პროგნოზთან შედარებით და ახალი მაჩვენებელი 16.4%-ს გაუტოლდა.
წყლის ხარისხი 21-ე საუკუნეში გლობალურ პრობლემად იქცა. გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მხოლოდ 56% იფილტრება. მიუხედავად ამისა, ქვეყნების უმრავლესობა (განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები) რეგულარულად არ აგროვებს წყლის ხარისხის შესახებ მონაცემებს.
2022 წლის სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსმა განაგრძო ზრდის ტენდენცია და 6.30 ლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 5.6%-ით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ ჭრილში ინდექსი 38%-ით გაიზარდა (2021 წლის სექტემბერთან შედარებით).