ყველა შეცდა, ვინც კი პროგნოზს აკეთებდა: პროფესიონალიც და მოყვარულიც. ბრექსიტი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორც ბუკმეიკერებმა (ადამიანები, რომელიც ორგანიზებას უწევენ ფსონების დადებას პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სპორტში მოვლენების განვითარებაზე) გვაუწყეს, სამჯერ მეტი ფული დაიდო ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე, ვიდრე მის გასვლაზე.
გადასახადების შემცირება და, შედეგად, ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპით ზრდა ყველა პოლიტიკოსის ოცნებაა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს გადასახადების თემა.
8 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი გვესმის ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დაპირებებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური კონკურენცია სასტიკი რამეა, აღარავის უკვირს აშკარად პოპულისტური განცხადებები – პოლიტიკური დაპირებები (ჯერ კიდევ არისტოფანეს დროიდან), რაც ძალიან პოპულარულია ამომრჩევლებში, მაგრამ რთული ან თითქმის შეუსრულებელია.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ძველად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიზისის შემდეგ, ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ ვიღაცას, ვისაც დააკისრებდნენ პასუხისმგებლობას მომხდარზე. უძველეს საზოგადოებებს ჰყავდათ განტევების ვაცი (ცხოველი ან ადამიანი), რომელთაც მსხვერპლად სწირავდნენ თავს დატეხილი უბედურების შემდეგ. ადამიანებს სწამდათ, რომ მსხვერპლი განწმენდდა საზოგადოებას და ეხმარებოდა მას ღმერთების სასჯელისგან თავის არიდებაში.