შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

გაყინულ კონფლიქტებთან გამკლავება: ეკონომიკური თვალსაზრისი
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2014

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ აღმოსავლეთ დონბასი (დონეცკის და ლუგანსკის ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორია) გაყინული კონფლიქტური ზონა გახდება. ასევე ცხადია, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის მთავრობის გავლენა შესუსტდება და პარალელური, არაღიარებული „კვაზი სახელმწიფო“ ჩამოყალიბდება.

სამხედრო ალტერნატივის არარსებობის პირობებში, უკრაინის და მისი დასავლელი მხარდამჭერების ერთ-ერთი არჩევანია „სტრატეგიული მოთმენა“. ლინკოლნ მიშელის და ალექსანდრ ქულის მიერ Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საქართველო და ამერიკა უკანასკნელ პერიოდამდე იყენებდნენ აღნიშნულ მიდგომას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის წარმართვისას. მიშელის და ქულის მიხედვით, „სტრატეგიული მოთმენა“ გულისხმობს:

“ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას, რის შემდეგაც აფხაზ მოსახლეობას სურვილი გაუჩნდება თავად შეუერთდეს საქართველოს. პრაქტიკულად, ეს სტრატეგია ნიშნავს  არაფრის კეთებას – არანაირი ურთიერთობის ჩამოყალიბებას აფხაზეთთან.”

„სტრატეგიული მოთმენის“ შეფასება

„სტრატეგიული მოთმენის“ მნიშვნელოვანი დაშვება ისაა, რომ გაყინულ კონფლიქტურ ზონაში მოქმედი კვაზი სახელმწიფოები ვერ იქნებიან პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებულნი,  კორუფციული რეჟიმის და სეპარატისტული ტერიტორიის სტატუს ქვოს გამო, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევს.

ერთი შეხედვით, არსებობს მიზეზები, რომ ისეთი კვაზი სახელმწიფოები, როგორებიცაა ტრანსნისტრია, მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, და პოტენციურად, აღმოსავლეთ დონბასი კოლაფსს განიცდიდა საერთაშორის აღიარების არარსებობის და ეკონომიკური იზოლაციის პირობებში. 2006 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში პალ კოლსტო საუბრობს კვაზი სახელმწიფოების წინაშე არსებული სიძნელეების რამდენიმე აშკარა მიზეზზე.

პირველი: როგორც წესი, კვაზი სახელმწიფოებს ცუდი საწყისი ეტაპი აქვთ – გამოყოფას, ხშირ შემთხვევაში, წინ უძღვის მათ ტერიტორიაზე სამოქალაქო ომები, რაც ანადგურებს ინფრასტუქტურას. მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ომი აუცილებლად არ იწვევს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების შეფერხებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ომი ნამდვილად სრულდება და მოსდვს მშვიდი პერიოდი (იხილეთ,მაგალითად, კრისტოფერ ბლატმენის და ედვარდ მიგელის (2010) “სამოქალაქო ომები”).

მეორე: სხვა ახალი სახელმწიფოების მსგავსად, კვაზი სახლემწიფოებს, საწყის ეტაპზე მაინც,  არ აქვთ სახლემწიფოს მართვის გამოცდილება და უუნარონი არიან აკრიფონ გადასახადები, განახორციელონ სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები, დაიცვან ადამიანთა უსაფრთხოება და საკუთრების უფლებები. ამ თავდაპირვლ სირთულეებს (რაც ხშირად საერთოა მშობელი სახლემწიფოებისათვისაც – უკრაინის, საქართველოს და მოლდოვასთვის) თან ერთვის საერთაშორისო აღიარების არარსებობა. კოლსტოს მიხედვით, კვაზი სახელმწიფოს სტატუსი  „ზღუდავს ნორმალურ ლეგალურ ვაჭრობას დანარჩენ მსოფლიოსთან, და ხელს უწყობს არალეგალურ ბიზნესს“. კვაზი სახელმწიფოების პოლიტიკურ ელიტის გამდიდრების პარალელურად (არაკანონიერი გადასახადებით), კონტრაბანდა და სხვა ტიპის არალეგალური ბიზნესი არ ეხმარება კვაზი სახელმწიფოებს გადალახონ პოსტ სამოქალაქო ომის ინსტიტუციური გარდამავალი პერიოდი და ჩამოაყალიბონ ნორმალური, ბიზნეს მეგობრული ინსტიტუციური პირობები.

მესამე: არაღიარებას თან ახლავს დამატებითი ხარჯები – უცხოელი ინვესტორები თავს იკავებენ ინვესტიციების განხორციელებისგან იმ იურისდიქციაში, სადაც კონტრაქტები არ ექვემდებარება საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო შეთანხმებები შეზღუდულია და ინვესტიციების უკან დაბრუნება შეიძლება შეუძლებელი გახდეს აგრესიის გამწვავების ფონზე (მაგალითად, როგორიც იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი).

არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, იზოლაციის და არაღიარების 20 წელიწადზე დიდი პერიოდის განმავლობაში, არც აფხაზეთს და არც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედ სხვა კვაზი სახელმწიფოს, კრახი არ განუცდია. დაშლის და უკან შემოერთების ნაცვლად, „გაყინული ეკონომიკები“ საკმარისი წარმატებით ამკვიდრებენ თავიანთ ტერიტორიაზე საერთაშორისო კანონებს.

ნაწილობრვ, ეს უკავშირდება მშობელ ქვეყანაში არასასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. 1990-იან წლებში საქართველომ და მოლდოვამ მრავალი კრახი განიცადა – კორუფცია, კრიმინალი, ტვინების გადინება; ამ ყველაფერმა ხელი შეუშალა „სტრატეგიული მოთმენის“ პოლიტიკის მუშაობას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც განაპირობა არაღიარებული კვაზი სახელმწიფოების ეკონომიკური და სამხედრო მდგრადობა, არის ძლიერი გარე დამხმარე ძალა. აფხაზეთისთვის, სამხრეთ ოსეთისა და ტრანსნისტრიისთვის ესეთი ძალაა რუსეთი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისთვის კი – სომხეთი. მსგავსი შემთხვევები გვხვდება სხვაგანაც: ევროკავშირი და NATO „მფარველობენ“ და იცავენ კოსოვოს; ამერიკის შეერთებული შტატები იგივეს აკეთებს ტაივანთან, ხოლო თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში. აღნიშნული ორი ფაქტორის – თავდაპირველად სუსტი მშობელი სახელმწიფოს და ძლიერი მფარველის – არსებობა არ არის შემთხვევით. ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის ფენომენის საწყის მიზეზს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ პოსტ საბჭოთა კვაზი სახელმწიფოს არ მიუღწევია განვითარების გამორჩეულად მაღალი დონისთვის, ჩვენს ხელთ არსებული რამოდენიმე მაგალითი გვიჩვენებს რომ „სტრატეგიული მოთმენა“ არაა ეფექტური. ძალიან ცუდი საწყისი პირობების,  ინვესტიციებზე მაღალი გადასახადების და საერთაშორისო აღიარებისათვის მოთხოვნილი ინსტიტუციების ხარისხის არ არსებობის მიუხედავად, კვაზი სახელმწიფოებმა მოახერხეს ადგილობრივ მოსახლეობაში, ვინც აირჩიეს (ან არჩეულ იყვნენ) მათ კონტროლ ქვეშ დარჩენილიყვნენ, პატრიოტიზმის ჩამოყალიბება. ტრანსნისტრიის შემთხვევაში მაინც მშობელმა სახელმწიფომ (მოდლოვეთმა) კრახი განიცადა უკეთესი შედეგისმიღწევაში. მიუხედავაად იმისა, რომ საქართველომ 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ, ამან ვერ შეცვალა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური უპირატესობები. უფრო მეტიც, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე საქართველო შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საფრთხე (განსაკუთრებით 2008 წლის მცდელობის შემდეგ, ძალის გამოყენებით შემოეერთებინა სამხრეთ ოსეთი).

2010 წელს ჯონ ო’ლაფლინმა (University of Colorado at Boulder) კოლეგებთან ერთად საინტერესო კვლევა ჩაატარა საზოგადოებრივი აღქმის გამოსაკვლევად. კვლევები ერთდროულად ჩატარდა საქართველოსა და აფხაზეთში, ისევე როგორც ტრანსნისრტრიასა და მოლდოვეთში. კვლევების მიხედვით, კვაზი სახელმწიფოების მოსახლეობა არაა უკმაყოფილო თავიანთი მდგომარეობით. „გაყოფილი ტერიტორიები, გაყოფილი შეხედულებები? მოლდოვეთის რესპუბლიკის და პრიდნესტროვის შედარებაში“ ო’ლაფლინი წერს, რომ ტრანსნისტრიის მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის უფრო მდიდარი (ერთ მოსახლეზე შემოსავლის ოფიციალური მონაცემების მოხედვით), უფრო მდიდრად გრძნობს თავს. უფრო მეტიც, ტრანსნისტრიაში საზოგადოების უფრო დიდი წილი თვლის, რომ მოლდოველებთან შედარებით უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე მოლდოვეთში თვლიან, რომ ისინი უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ტრანსნისტრიის მოსახლეობა. კვლევის შედეგები მსგავსია აფხაზეთის და საქართველოს შემთხვევაში („აფხაზეთში: შეხედულებების გამოკვლელვა დე ფაქტო სახელმწიფოში“), ეს კი მცირე დასაყრდენს უქმნის „სტრატეგიული მოთმენის“ დოქტრინას.

გაკვეთილები უკრაინიდან

დონბასის აღმოსავლეთ ნაწილი (უკრაინის მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი), 3 მილიონიანი მოსახლეობით, უფრო დიდია ვიდრე ყველა პოსტ-საბჭოთა კვაზი სახელმწიფო ერთად აღებული. იგი ზომით და ეკონომიკური სტუქტურით ყველაზე ახლოსაა ტრანსნისტრიასთან (500,000 მოსახლით). დონბასი და ტრანსნისტრია მშობელ სახელმწიფოებში სამთო მრეწველობის და ინდუსტრიულ ცენტრებს წარმოადგენდნენ და შესბამისად, მსგავსი ადამიანური კაპიტალი და წარმოების ფაქტორები აქვთ. რადგან საბჭოთა მგეგმავების მიერ აღნიშნული ტერიტორიები მრეწველობისთვის იყო განკუთვნილი, ისინი იზიდავდნენ შიდა მიგრანტებს (ძირითადად რუსეთიდან), ძირითადად, ინჟინრებს, ტექნიკოსებს და მაღაროს მუშებს. საბჭოთა მემკვიდრეობამ ისინი უკეთეს პირობებში დატოვა, ვიდრე სამი პატარა ეთნიკური ანკლავი სამხრეთ კავკასიაში, რომლებიც ისტორიულად სპეციალიზებულნი იყვნენ ტუსიზმსა (აფხაზეთი) და სოფლის მეურნეობაში (სამხრეთ ოსეთი და ყარაბაღი).

ტრანსნისტრიის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ აღმოსავლეთ დონბასიც მიიღებს რუსეთიდან სუბსიდიებს, სავაჭრო ხელშეკრულებებს, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და – სამხედრო დახმარებასაც. აღმოსავლეთ დონბასის ზომა და მისი პირდაპირი საზღვარი რუსეთთდან ამცირებს იზოლაციის გარემოებას და ასუსტებს გაერთიანებაში „სტარტეგიული მოთმენის“ ფაქტორს.

რა არჩევანი აქვთ უკრაინას და აღმოსავლეთ დონბასს?

რადგან ორივე მხარისათვის კონფლიქტიდან გამოწვეული ტკივილი ახალია, გაერთიანების ერთადერთი შესაძლო სტრატეგია არის ერთობლივი პოლიტიკური მოქმედება და ეკონომიკური ინტეგრაცია. ეკონომიკური რეინტეგრაციის ლოგიკურობა (ყველა გაყინულ კონფლიქტურ ტერიტორიაზე) მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება მომავალში და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ხალხის დაახლოებაში, როგორც კი ომი დავიწყებას მიეცემა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ (და საბოლოოდ პოლიტიკურ) ინტეგრაციას არის ის, რომ დაყოფის მიუხედავად, ხალხი კვლავ იზიარებს საერთო ღირებულებებს. ამას ადასტურებს ო’ლაფლინის მიერ ტრანსნისტრიაში, მოლდოვაში, აფხაზეთსა და საქართველოში ჩატარებული კვლევა.

არაღიარებისა და წლების განმავლობაში დაპირისპირების მიუხედავად, ტრანსნისტრიისა და მოლდოვეთისათვის ეკონომიკური ინტეგრაცია დღის წესრიგში დგება. ტრანსნისტრიიდან ექსპორტის მნიშვნელოვანი წილიევროკავშირში გადის (მოლდოვას გავლით); დისკუსიები მიდინარეობს კომუნიკაციისა და სავაჭრო კავშირების გაუმჯობეების მიზნით, დნესტრზე დამატებითი ხიდების აშენების თაობაზე.

20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საქართველო თანდათან აცნობიერებს, რომ ნეგატიური რიტორიკა („რუსეთს დამორჩილებულები“ და „ტერორისტები“), სამხედრო და პოლიტიკური კონფრონტაცია არაპროდუქტიულია საზღვრების შენარჩუნებისათვის და ხელს უშლის ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო და ადამიანურ კავშირს. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური კავშირები შექმნა (მაგალითად, აფხაზეთის გავლით რუსეთთან რკინიგზის გახსნა, სამხრეთ ოსეთის საზღვართან ცნობილი ერგნეთის ბაზრის აღდგენა), რაც  საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პრაგმატული ხევდა იმის შესახებ, რომ საერთო ეკონომიკური ინტერესები  გადალახავენ სისხლისღვრით გამოწვეულ ტრავმას ჯერ არ განხორცილებულა, ეს უნდა გაითვალისწინოს უკრაინამ და გაყინული კონფლიქტების  ყველა სხვა მონაწილემ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა