
როდესაც 2015 წლის აპრილის ბოლოს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ესტუმრა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ისტორია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში არა იმ გაგებით, რასაც გულისხმობდა ფრენსის ფუკუიამა მის მიერ 1992 წელს დაწერილ წიგნში ისტორიის დასასრული და უკანასკნელი კაცი.

On February 25th, ISET hosted Riikka Savolainen, Ph.D. from the Aalto University, Finland. Dr. Savolainen holds a master’s degree from the Helsinki School of Economics. Her research interests include applied microeconometrics and political economy and, more specifically, intra-party heterogeneity and candidate strategies. Her general interests include history and political philosophy.

1122 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა. გვიანი შუა საუკუნეების ლიდერები, როგორც წესი, სასტიკად უსწორდებოდნენ დამარცხებულ მტერს. ამრიგად, დავითის გამარჯვების ლოგიკური შედეგი იქნებოდა ყოფილი დამპყრობლების ამოხოცვა. მაგრამ დავითი ასე არ მოქცეულა. მან არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ყოფილ დამპყრობლებს, არამედ იზრუნა იმაზეც, რომ ქალაქი არ დაცლილიყო მუსლიმი მოსახლეობისაგან.

ამ ორნაწილიან სტატიაში, მე შევეცდები ვაჩვენო ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც შესაძლოა კაპიტალიზმი აღმოჩნდეს მომავალში და რომლებიც მისთვის შეიძლება გადაულახავიც კი გახდეს. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ 30 წლის შემდეგ, საბაზრო სისტემის გლობალური ბატონობას ვეღარ ვიხილავთ.

მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელიც ქართველებმა დღევანდელ დღემდე შემოინახეს. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ ყურძენი საქართველოში 8000 წლის წინ ხარობდა და აქ ღვინის დამზადება ყველაზე ადრე დაიწყეს. ტრადიცია კვლავ ცოცხალია – დღეს ღვინო, ღვინის ქარხნების გარდა, სახლშიც მზადდება; განსაკუთრებით სოფლად, საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნით.