08
იანვარი
2025
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 24,855.7 მილიონი ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 11.0% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 4.3%.
01
იანვარი
2025
პროექტი „ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება", რომელსაც UNICEF აფინანსებს, მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო ბიუჯეტების ანალიზის სისტემური მიდგომის შექმნას ბავშვთა უფლებების პრიზმაში. მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ საჯარო ფინანსური გადაწყვეტილებები პრიორიტეტად მიიჩნევდეს ბავშვთა საჭიროებებს, ხელს უწყობდეს თანასწორობას და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია.
31
დეკემბერი
2024
ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პოლარიზაციის დონე სწრაფი ტემპით გაიზარდა და ბოლო პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია, რომელიც დეკემბრის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ტრადიციულად, წლის ბოლოს პოლარიზაციის ინდექსი იკლებს, რადგან ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მცირდება. თუმცა, მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, მიმდინარე წლის ბოლოს პოლარიზაციის მაჩვენებელი მაინც საგრძნობლად აღემატებოდა წინა წლების იმავე პერიოდის მაჩვენებლებს.
20
დეკემბერი
2024
საქსტატმა გამოაქვეყნა რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება 2024 წლის ოქტომბრისთვის, რომელიც 11%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7%-ს შეადგენს, მეორე კვარტლის – 8.7%-ს, მესამე კვარტლის – 11%-ს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 10% შეადგინა.
04
დეკემბერი
2024
ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში SITE-ის 2024 წლის განვითარების დღის კონფერენციაზე სტოკჰოლმში, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზებს მიეძღვნა. კონფერენცია სახელწოდებით "გზა უკეთესი მომავლისკენ: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ" სტოკჰოლმში 2024 წლის 4 დეკემბერს გაიმართა.