ძალიან ცოტამ თუ შენიშნა 2015 წლის დეკემბერში საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც, შესაძლოა, ახალი ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდეს ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში. 2017 წლის იანვრიდან ქართველი პროფესორებისა და მკვლევარების ნაწილი უვადოდ დაინიშნება თანამდებობაზე (მიიღებს ე.წ. ტენუარის სტატუსს).
გადასახადების შემცირება და, შედეგად, ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპით ზრდა ყველა პოლიტიკოსის ოცნებაა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს გადასახადების თემა.
2016 წლის სექტემბერში, ამავე წლის აგვისტოსთან შედარებით, ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 13 პუნქტით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუ თვალს გადავავლებთ ინდექსის 4-წლიან ისტორიას. -28.7 პუნქტიდან -15.7 პუნქტამდე გაზრდით, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაუბრუნდა „ჩვეულ“ ნიშნულს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აცდენილი იყო, უფრო ზუსტად კი 2014 წლის შემოდგომიდან, რისი მიზეზიც ლარის მკვეთრი გაუფასურება იყო.
8 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი გვესმის ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დაპირებებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური კონკურენცია სასტიკი რამეა, აღარავის უკვირს აშკარად პოპულისტური განცხადებები – პოლიტიკური დაპირებები (ჯერ კიდევ არისტოფანეს დროიდან), რაც ძალიან პოპულარულია ამომრჩევლებში, მაგრამ რთული ან თითქმის შეუსრულებელია.
რამ შეიძლება მიიყვანოს უნივერსიტეტების წარჩინებული კურსდამთავრებულები ქართულ საჯარო სკოლებში? მართალია, მხოლოდ ფული სასწაულს ვერ მოახდენს, მაგრამ მის გარეშეც შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღება, რადგან ანაზღაურების არსებული სისტემა მასწავლებლებს, რომელთა ხელშიცაა საქართველოს, როგორც ერის მომავალი, სოციალური იერარქიის დაბალ ფენაში ათავსებს.