თებერვალში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3.29 ლარამდე დაეცა, 3.4%-ით წინა თვესთან (2015 წლის იანვართან) და 4.8%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან (2014 წლის თებერვალთან) შედარებით.
2012 წლამდე საქართველო ხელს უწყობდა უცხოელებს მიწის შეძენასა და ქვეყნის სუსტ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დანერგვაში. ამ უაღრესად ლიბერალურმა მიდგომამ, ერთის მხრივ, ხელი შეუწყო ქვეყანაში ისეთი ინვესტიციების შემოდინებას, როგორიცაა ფერერო (4000 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციები სამეგრელოში) და ჰიპი (ორგანული ვაშლისა და ვაშლის კონცენტრატის წარმოება შიდა ქართლში).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი ატარებდა ინტერვიუებს ფერმერებსა და აგრობიზნესების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით საინტერესო, რაც ამ შეხვედრების შედეგად გახდა ცნობილი, ის აღმოჩნდა, რომ ქართველ ფერმერებს საკმაოდ ცუდი წარმოდგენა აქვთ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებაზე.
ალბათ ბევრი ეთანხმება აზრს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში მეტისმეტად ბევრი ადამიანია დასაქმებული (უფრო სწორედ, არასათანადოდ დასაქმებული). ისტორიულად, ბევრი ქვეყნის განვითარების გამოცდილება მიუთითებს ამ სექტორში დასაქმებისა და დამატებული ღირებულების წილის გარდაუვალ შემცირებაზე. თუმცა საქართველოში ამგვარი სტრუქტურული ცვლილების მასშტაბები მოკრძალებულია და მხოლოდ სეზონური და მუდმივი შრომითი მიგრაციით შემოიფარგლება.