13
დეკემბერი
2016
საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლები ცოტა ხნის წინ ლუქს-კლასის სასტუმროს „ბილტმორ ჰოტელ თბილისის“ გრანდიოზული გახსნის მოწმენი გახდნენ. „დაბი ჯგუფის“ $140-მილიონიანი ინვესტიციით ბაზარზე 214 ლუქსოთახი გაჩნდა. გახსნის ცერემონია, რომელიც 2 მლნ. აშშ დოლარი დაჯდა, უზარმაზარი შენობა და ცენტრალური ადგილმდებარეობა – ამ სასტუმროს ბაზარზე შემოსვლა საკმაოდ თვალშისაცემი იყო.
10
დეკემბერი
2016
ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში აღინიშნება ხელისუფლების კონსოლიდაციის ტენდენცია. კონკურენციის სააგენტოები მომხმარებელთა დაცვის სააგენტოებს და/ან რეგულატორებს ერწყმიან, რათა საჯარო სისტემა უფრო ეფექტური და ნაკლებხარჯიანი გახდეს. 2003 წელს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ მრგვალი მაგიდა გამართა კონკურენციის სააგენტოს ოპტიმალურ მოწყობაზე.
05
დეკემბერი
2016
ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, თბილისის მაცხოვრებლებისთვის უფრო და უფრო მტკივნეული ხდება ჰაერის დაბინძურება და მწვანე სივრცეების ნაკლებობა. ჩვენს წინა ბლოგში “ჰაერი, რომელსაც (ვერ) ვსუნთქავთ“ განვიხილეთ ვიწრო პირადი ინტერესების მქონე დეველოპერების და ინერტული სამოქალაქო საზოგადოების პირობებში რა ნეგატიური შედეგები დგება ჰაერის დაბინძურების და ხეების მოჭრის თვალსაზრისით.
03
დეკემბერი
2016
მამაჩემი ხშირად მიყვებოდა იმ დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკამ რყევა დაიწყო და ახალდაბადებული კაპიტალიზმის ქაოსში საჯარო რესურსების დატაცება დაიწყეს. ეს პერიოდი, როგორც წესი, მედროვე ოლიგარქების გამოჩენასთან ასოცირდება. საქართველოში შექმნილი გარემოების გამოყენება შეძლეს ბიზნესმენებმაც, რომელთა შორის თურქებიც იყვნენ.
28
ნოემბერი
2016
სანატრელი ზაფხულის არდადეგების გვარიანი ნაწილის სომხეთში გატარებაზე როდი ოცნებობდნენ ჩემი შვილები. ფიქრებში გაცილებით ეგზოტიკურ ადგილებს დასტრიალებდნენ, აფრიკას, შორეულ აღმოსავლეთს, ევროპის წამყვან დედაქალაქებს – ვენას, პარიზს, ლონდონს. მიუხედავად ამისა, ბევრი დრო არ დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა ისინი, საცდელი ერთი კვირა გაეტარებინათ თუმოს (TUMO) კრეატიულობის საზაფხულო სკოლაში ერევანში.