2021 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ყოველწლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორისათვის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში 2020 წელს მშპ-მა 8.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელს (7.2%), მაგრამ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ შეადგენს მშპ-ს საშუალოდ 7-8%).
ILO-ის მიერ შემუშავებული დედობის დაცვის კონვენცია, 2000 (ნ. C183) ხელს უწყობს „სამუშაო ძალაში ყველა ქალის თანაბარ მონაწილეობას და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას“. კონვენცია იმ მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დანერგვაც საჭიროა ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების ადეკვატურად დასაცავად შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 38 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული, რომელთა რიცხვში საქართველო ჯერ არ შედის.
თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი იყო (იხ. დიაგრამა 1).
ნარჩენების დაგროვების მასშტაბი დროთა განმავლობაში იზრდება და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. ნარჩენები შეიძლება მრავალი დაავადების სათავე გახდეს, ის გამოყოფს დიდი რაოდენობით მეთანს (სათბურის ეფექტის გამაძლიერებელ აირს) და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გადაუდებელი ჩარევის გარეშე, 2050 წლისთვის გლობალური ნარჩენების ამჟამინდელი დონე 70%-ით გაიზრდება.
ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ბლოგში ლუკ ლერუსმა საქართველოში სივრცითი დანაწევრების ცნებაზე ისაუბრა. ამ ბლოგით ავტორი შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვაზე, შეეჩვივნენ თუ არა ადამიანები დისტანციურად მუშაობას ახლა, როდესაც COVID-19-ის კრიზისმა მათ ეს ახალი შესაძლებლობა მისცა. თუ ასეა, შეიძლება თუ არა ამან დედაქალაქში მიგრანტების შემოდინება შეანელოს, რაც, თავის მხრივ, თბილისის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას შეამცირებს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ადამიანები პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ სოფლად ცხოვრებასა და დისტანციურად მუშაობას?