12
ივნისი
2024
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მოიპოვა, რითიც ის გახდა ერთადერთი აკადემიური პროგრამა საქართველოში, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა.
12
აპრილი
2024
12 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საგანმანათლებლო პრეზენტაციას სახელწოდებით „აზიის განვითარების პერსპექტივები 2024“, რომელიც ხელმძღვანელობდა ბ-ნი კიოში ტანიგუჩი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონული წამყვანი ეკონომისტი.
04
აპრილი
2024
4 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო სემინარს, რომელიც დაეთმო დისკუსიას თბილისში ჰაერის დაბინძურების, სიღარიბისა და თანასწორობის შესახებ. მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის პრაქტიკის ეკონომისტებმა, ალან ფუქსმა და სანდრა ბაკიმ წარადგინეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა, „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“ და მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრეს ამ აქტუალურ საკითხზე სიღრმისეული კვლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე.
25
მარტი
2024
საქსტატმა 2024 წლის იანვრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 5.8%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7.5%-ს მიაღწია.
12
დეკემბერი
2023
12 დეკემბერს გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგინა სომხეთსა და საქართველოზე ჩატარებული კვლევა: „სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის განსხვავებული გზები: შედეგები ექსპორტის სოფისტიკაციის და დივერსიფიკაციის მიმართულებით“.