რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას სათანადო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოსა და საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის აქტივობებს.
შერჩეული სამთავრობო პროგრამებისა და პოლიტიკისთვის ჩატარებული გენდერული ზეგავლენის შეფასებების (GIAs) მიზანია საქართველოს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მარტოხელა მშობლების სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ანალიზი.
2021 წლის 2 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც მსოფლიო ბანკის მოწვეული მისიის წევრები, დარგის ექსპერტები და მთავრობის, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ათწლიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობდა. 2021 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიული მიზნები გააცნო.
ღონისძიებაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი წარადგენს რეფორმეტრს – ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმას, რომელიც ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმები დასახულ მიზნებთან მიმართებაში.