შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

გაიცანი რეფორმეტრი – შენი გზამკვლევი რეფორმებში
ორშაბათი, 01 ნოემბერი, 2021

რეფორმეტრი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა გიწვევთ რეფორმეტრის გაცნობით ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც ამა წლის 10 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე გაიმართება.

ღონისძიების ლაივი გავა რეფორმეტრის ფეისბუქის გვერდზე, თუმცა, თუ გირჩევნიათ ღონისძებას ზუმში დაესწროთ, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია.

ღონისძიებაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი წარადგენს რეფორმეტრს – ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმას, რომელიც ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმები დასახულ მიზნებთან მიმართებაში.

ღონისძიებას გახსნიან პიტერ ვიბლერი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი, ნატალია ბერუაშვილი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, და თამარ სულუხია, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. რეფორმეტრის მეთოდოლოგიასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრებს გიორგი პაპავა, რეფორმეტრის პროექტის მენეჯერი და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი.

ღონისძიებაზე გაიმართება ორი პანელური დისკუსია. გვაქვს პატივი, გაგაცნოთ პანელის მონაწილეები:

პანელი 1: სამიზნე რეფორმები: კაპიტალის ბაზარი, საგადასახადო დავები, გადახდისუუნარობა

  • ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
  • ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
  • რატი ბრეგაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი (TBC)
  • კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი
  • დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

პანელი 2: რეფორმეტრი: ქართული რეფორმების შეფასება

  • სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში
  • შეინ როზენტალი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (TBC)
  • გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი
  • ალექსი ალექსიშვილი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

ონლაინ ღონისძიების სამუშაო ენა არის ქართული, ინგლისური ენის სინქრონული თარგმანის თანხლებით.

შეავსე ფორმა