შეავსე ფორმა
Logo
სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსი
01 დეკემბერი 2021

“სამხრეთ კავკასიაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ რეგიონული პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაკვეთით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი „სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსს“ შეიმუშავებს.

საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების შეფასება
30 სექტემბერი 2021

საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარ­გლებში — „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”.

შეესაბამება თუ არა დედობის დაცვის სტანდარტები საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკას?
06 სექტემბერი 2021

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2000 წელს შეიმუშავა 183-ე კონვენცია, რომელიც დედობის დაცვის კონვენციის სახელით არის ცნობილი. კონვენციის მიზანი დედების და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა და შრომის ბაზარზე ყველა ქალისთვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფაა. კონვენცია ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა დანერგვაც ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად არის საჭირო შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 39 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული.

გენდერული თანასწორობის ინდექსის პრეზენტაცია
01 სექტემბერი 2021

გენდერული თანასწორობის ინდექსის პრეზენტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია
16 აგვისტო 2021

გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა.

შეავსე ფორმა