საარჩევნო კომპასი იმისთვის შეიქმნა, რომ მოქალაქებს ჰქონდეთ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე და ამომრჩევლებს დაეხმაროს იმის გარკვევაში, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ქვეყნის სხვა ინსტიტუციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იყო საარჩევნო კომპასის პლატფორმის შემუშავებისა და შექმნის პროცესში.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, კონსულტაციები გაუწია ქართულ პოლიტიკურ პარტიებს და დაეხმარა მათ პარტიის ეკონომიკური პლატფორმის შემუშავებაში/განახლებაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
დღესდღეობით, ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო მსოფლიოში 126 მილიონი ქალი ითვლება "გამქრალად". 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში1 ქალთან შედარებით 25%-ით მეტი მამაკაცი დაიბადა (UNFPA). ჩინეთში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) მაჩვენებელი 1987 წელს 107-ი იყო, 2005 წელს კი 120-ს გაუტოლდა [ბიოლოგიური ნორმა 105 ვაჟია 100 გოგონაზე] (Li, 2007). ინდოეთში, 1982-1984 წლებში SRB 109-ის ნიშნულზე ფიქსირდებოდა, 2003-2005 წლებში კი 113.6-მდე გაიზარდა (Kulkarni, 2007). კორეის რესპუბლიკაში, 1985 წელს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა 109 იყო, 1994 წელს მაჩვენებელმა 115-ს მიაღწია (KNSO, 2004), თუმცა მოგვიანებით ბიოლოგიურ ნორმას დაუბრუნდა.
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა (GBSS) ვაჟების სასარგებლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა არაერთ ქვეყანაში გვხვდება. პატრიარქალური სტრუქტურები აძლიერებენ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკას და ხელს უწყობენ ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი სოციალური გარემოს შენარჩუნებასა და დისკრიმინაციას. მეტიც, GBSS არის უთანასწორობის გამოვლინება სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში.