03
დეკემბერი
2018
წელს ბუნებრივი კატასტროფა და ექსტრემალური ამინდი თავს უამრავ ქვეყანას დაატყდა. საბერძნეთი ხანძრებმა მოიცვა, სამხრეთ აფრიკა – წყლის დეფიციტმა. ეს წელიც მიიწურა, მაგრამ აშშ ჯერ კიდევ ტყის ხანძრებთან გამკლავებას ცდილობს. კლიმატს ნამდვილად რაღაც სჭირს. ასეთი პრობლემები იმ საზოგადოებაში ჩნდება, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე ღელავს. საქმე იმაშია, რომ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდით, რომ ეკონომიკური ზრდა კლიმატზე და ზოგადად ბუნებაზე გავლენას არ ახდენს.
06
ნოემბერი
2017
ტყის ხანძარი ადამიანის სიცოცხლესა და ქონებას საფრთხეს უქმნის. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, 2017 წლის ზაფხულში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უჩვეულოდ ბევრი ტყის ხანძარი გაჩნდა. საქართველოში ამ თემამ საზოგადოებაში ცხარე დებატები გამოიწვია, კამათი მიდიოდა, ხანძრები თავისით გაჩნდა თუ ადამიანების მიერ იყო გამოწვეული. წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ იწვევს ბუნებრივი მიზეზები ტყის ხანძრებს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტყის ხანძრების გაჩენაში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს კლიმატის ცვლილებამ, რადგან მშრალი ამინდი და უფრო ხანგრძლივი ცხელი სეზონები ტყის ბუნებრივი ხანძრებისთვის სახარბიელო პირობებს ქმნის.
05
ოქტომბერი
2017
2017 წლის ზაფხული საქართველოში ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. მხოლოდ აგვისტოში ტყის ხანძრის 35 შემთხვევა დაფიქსირდა (ოფიციალური მონაცემი ამ ხანძრებით დამწვარი ტყის ფართობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათგან ყველაზე მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა: ის 7 დღე გაგრძელდა (20-27 აგვისტო) და 100 ჰა-ზე დიდი ტყის ფართობი გაანადგურა. ბევრი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამდენი ხანძარი უბრალო დამთხვევა იყოს.
05
ივნისი
2017
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე.