ბიზნესის ნდობის ინდექსი ოდნავ შემცირდა და 2015 წლის პირველ კვარტალში 24,5 შეადგინა [-100; 100] ინტერვალზე. წინა კვარტლის შესაბამისი მაჩვენებელი 24,9 იყო. დადებითი ინდექსი აღნიშნავს, რომ გამოკითხულ კომპანიებს შორის დადებითი ბიზნეს განწყობა 24,5 პროცენტით მეტს აქვს, ვიდრე ნეიტრალური ან უარყოფითი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2015 წლის 12 იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2015 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ნორდმანის სოჭის, განსაკუთრებული და ძალიან პოპულარული საახალწლო ხის თესლის ექსპორტი, შესაძლოა, ერთადერთი სფეროა, რომელშიც საქართველოს თითქმის მონოპოლისტური პოზიცია უჭირავს ევროპის ბაზარზე. ქვეყნის შიგნით კი აღნიშნული საქმიანობა თანდათან ვითარდება და დარგში მოღვაწე ფირმები მკაცრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ბაზრის ექსპერტის შეფასებით, ევროპაში გაყიდული საახალწლო ხეების 80%-ზე მეტი რაჭისა (თლუღი და ამბროლაური) და ბორჯომის ტყეებში მოგროვებული თესლითაა წარმოებული.