ტერმინს „დოლარიზაცია“, ჩვეულებრივ, აკადემიური ეკონომისტებისა და ფინანსების სპეციალისტების წრეში იყენებენ, თუმცა ის ქართველების ყოველდღიურ ლექსიკაშიც დამკვიდრდა. მაგრამ ცოტას თუ ესმის, რა არის დოლარიზაცია, საიდან მოდის და რატომ უნდა გვაინტერესებდეს. ამ ბლოგით შევეცდებით, არსებული ინფორმაციული ვაკუუმი შევავსოთ.
2 თებერვალს ISET-ის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია წარადგინა ვორკშოპზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში მკვეთრად განსხვავდებოდა საერთაშორისო სტანდარტებისგან – ის ვერ აკმაყოფილებდა ვერც მოვალეთა და ვერც კრედიტორთა ინტერესებს და გადახდისუუნარო სუბიექტებისთვის არ ქმნიდა რეაბილიტაციის, როგორც ფინანსური პრობლემების დაძლევის ოპტიმალური სტრატეგიის არჩევის სტიმულებს.
25 იანვარს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დავით კეშელავამ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ თემატურ მოკვლევაში მიიღო მონაწილეობა. თემატური მოკვლევა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით განხორციელდა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიიების მოზიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლასა და გააზრებას ემსახურებოდა.
წინა ბლოგში საქართველოს ენერგოუსაფრთხოების აშკარა გაუარესებაზე ვიმსჯელეთ, რომლის პირობებშიც ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ხოლო შიდა ენერგიის წყაროების წილი საერთო, პირველად ენერგომიწოდებაში (ქვეყნის მიერ ერთი წლის განმავლობაში მოხმარებული მთლიანი ენერგიის რაოდენობა) მცირდება.