31
ივლისი
2023
2023 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 10.7 პუნქტით შემცირდა და 15.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (26.4) დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.
27
ივლისი
2023
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 27 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ბიზნეს მოდელები საქართველოს მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".
27
ივლისი
2023
2023 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,369 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის ივნისში სრული წარმოება 1,485 მილიონი კილოვატსაათი იყო).
25
ივლისი
2023
25 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ქუთაისში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
24
ივლისი
2023
24 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ოზურგეთში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.