01
ივლისი
2017
პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს (იხ. სურათი 1) მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად.
26
ივნისი
2017
2011 წელს ქუთაისში მცხოვრებმა ქალბატონმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი აიღო 1500 აშშ დოლარის ოდენობით და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თვეში 75 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა პროცენტში. სესხის აღების მიზეზი შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვა იყო. თუმცა ეკონომიკური სირთულეების გამო მან ვერ შეძლო ყოველთვიური შენატანის დროულად გადახდა და სესხის ვადა 10 თვემდე გაახანგრძლივა, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო ამ თანხის დაფარვა და რამდენჯერმე დაჯარიმდა.
17
ივნისი
2017
ბევრ ქვეყანაში სურსათის უვნებლობა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა (იხილეთ, მაგ., CAP). განმარტების თანახმად, „სურსათის უვნებლობა გულისხმობს იმ პირობებსა და პრაქტიკებს, რაც ინარჩუნებს სურსათის ხარისხს და თავიდან გვარიდებს დაბინძურებას ან სურსათით გამოწვეულ დაავადებებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურსათის უვნებლობის მიზანია, დაიცვას ადამიანების, ცხოველების, მცენარეების ჯანმრთელობა სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ევროკავშირის მიერ დადგენილი „ფერმიდან-სუფრაზე“ პრინციპის შესაბამისად.
12
ივნისი
2017
საქართველო პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა – 2016 წელს ქვეყანამ 6.3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. 2017 წლის მაისში, საერთაშორისო ტურისტების (ვინც ქვეყანაში 24 საათი და მეტი ჩერდება) რაოდენობა წლიური 19%-ით გაიზარდა (2016 წლის მაისთან შედარებით). რა თქმა უნდა, ქვეყნის ძირითად სასაზღვრე პუნქტად კვლავ თბილისის აეროპორტი რჩება, თუმცა მაისში ბათუმის აეროპორტმა გაუსწრო ქუთაისის აეროპორტს, რომელიც დაბალფასიანი ფრენებითაა პოპულარული – ბათუმის აეროპორტში ჩამომსვლელების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
10
ივნისი
2017
მომდევნო შაბათ-კვირას ბაქო მის ისტორიაში უკვე მეორედ უმასპინძლებს ფორმულა 1-ის გრან პრის. ავტორბოლებზე შეყვარებულმა და იმ ფაქტით აღტაცებულმა, რომ ცხოვრებაში პირველად დავესწრები რბოლას (და ვესტუმრები ბაქოს), გადავწყვიტე, შემესწავლა ასეთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ეფექტი მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე.