შეავსე ფორმა
Logo
რატომ უნდა გვაღელვებდეს არაფორმალური დასაქმება?
20 ივნისი 2014

სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, მოდით, განვმარტოთ, რას გულისხმობენ ეკონომისტები „არაფორმალურ დასაქმებაში“. ამ ტერმინთან დაკავშირებით გარკვეული დაბნეულობა არსებობს, და ზოგჯერ მას არასწორად იყენებენ როგორც გადასახადებისგან თავის არიდებისა თუ უკანონობის სინონიმს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Labor Organization - ILO) არაფორმალურ დასაქმებას განმარტავს შემდეგნაირად: „დასაქმება, რომელიც შედგება ერთეულებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოებაში ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის დასაქმებისა და შემოსავლის მიცემის წინასწარი მიზნით.

საქართველო – ქვეყანა პოლონეთსა და კორეას შორის
16 ივნისი 2014

ამ სტატიის პირველ ნაწილში მე აღვწერე სოციალური კეთილდღეობის სისტემისგან გამოწვეული ზოგიერთი საზიანო სტიმული. შემდეგ განვიხილე, რომ სიმონ კუზნეცის ცნობილი პარადიგმის თანახმად, როდესაც ქვეყანა შედის ზრდის ტრაექტორიაში (როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2003 წელს), მზარდი უთანასწორობის თავიდან აცილება ძნელია და დავასაბუთე, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსთვის უთანასწორობასთან სოციალური კეთილდღეობის საზომებით ბრძოლის პოლიტიკა, სულ მცირე, ამბივალენტურია (რომ აღარაფერი ვთქვათ საეჭვოზე).

გზაჯვარედინი – შემოსავლების გადანაწილება ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ
09 ივნისი 2014

ერთ დღეს სოფელში, მეზობლებმა ტელევიზორები, მაცივრები, სატელიტური ანტენები და სარეცხი მანქანები გადმოიტანეს ჩემს სახლში. რომ გავარკვიე, აღმოჩნდა რომ ისინი ამ ნივთებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უმალავდნენ, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა მათი საცხოვრებელი პირობები სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს. მოგვიანებით, მათთან ლაპარაკის დროს, აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთმა მეზობელმა ძროხაც კი გაყიდა, სოციალური შემწეობის მისაღებად.

საქართველო ორ ცეცხლს შუა: რუსეთი თუ ევროპა?
06 ივნისი 2014

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ ეს არის საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომლითაც მან 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე გამოხატა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის, „მე მაქვს ოცნება“ მსგავსად, ჟვანიას ეს დრამატული გამოთქმა შეიცავდა ორ სურვილს: 1. გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრები; 2. თავი დაგვეღწია რუსეთის გავლენის სფეროსთვის, როგორც პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ასევე კულტურულს, რაც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დომინირებდა საქართველოში.

ჯარიმა და სასჯელი
14 აპრილი 2014

წარმოიდგინეთ, რომ ჩახვედით ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყნის რომელიმე პროვინციულ აეროპორტში. დატოვეთ ტერმინალი და გაემართეთ აეროპორტთან ჩამწკრივებული ტაქსებისაკენ. სამოგზაურო სახელმძღვანელოს მიხედვით, ქალაქის ცენტრამდე ტაქსი 10 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, მაგრამ მიდიხართ პირველი ტაქსის მძღოლთან და ის მხოლოდ 50 დოლარად თანხმდება დანიშნულების ადგილამდე თქვენს მიყვანას. იწყებთ ვაჭრობას, მაგრამ ამაოდ.

შეავსე ფორმა