ამ წიგნში თავს იყრის რვა ბიზნეს-ქეისი, რომლებიც დაფუძნებულია ქართველი მეწარმეების ისტორიებზე. ამ მეწარმეებმა გამოიჩინეს გამბედაობა, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი. დიახ, გამბედაობა, რადგან მათ გამოიარეს სირთულეებით სავსე გზა ბიზნეს-გარემოში, რომელიც არც თუ ისე მეგობრულია ახალდამწყებებისადმი.
The International School of Economics at Tbilisi State University (ISET, www.iset.ge) in Tbilisi, Georgia is looking for a candidate for the Deputy Director for Finance Position.
2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა, რაც ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. ჯგუფები თითქმის დაკომპლექტებულია, ახალი მაისურები უკვე იყიდება და გულშემატკივრებიც ამზადებენ ფეხბურთის საყურებელ ადგილებს. ეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტრადიუცილი მზადებაა. თუმცა ჩემთვის და, ალბათ, თქვენთვისაც, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთმა გავლენა მოახდინა განათლებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ფინანსურ განათლებაზე.
თუ საშუალო განათლებამიღებული ადამიანების რაოდენობით ვიმსჯელებთ, საქართველოში განათლების დონე მაღალია, ბევრი სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნის მსგავსად. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი გარემოება (ყოველ შემთხვევაში, 2013 წლიდან) არის „არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა“. არა დანაშაული, კორუფცია, წვდომა ფინანსებზე ან მოშლილი ინფრასტრუქტურა, არამედ არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა.
2011 წელს ქუთაისში მცხოვრებმა ქალბატონმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი აიღო 1500 აშშ დოლარის ოდენობით და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თვეში 75 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა პროცენტში. სესხის აღების მიზეზი შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვა იყო. თუმცა ეკონომიკური სირთულეების გამო მან ვერ შეძლო ყოველთვიური შენატანის დროულად გადახდა და სესხის ვადა 10 თვემდე გაახანგრძლივა, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო ამ თანხის დაფარვა და რამდენჯერმე დაჯარიმდა.