შეავსე ფორმა
Logo
IVკვარტალი, 2024 მაკრო მიმოხილვა | საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები 2024 წლის მე-4 კვარტალში: ძლიერი ზრდა ინფლაციის სტაბილიზაციისა და გარე დინამიკების ცვლილების ფონზე
28 თებერვალი 2025

საქსტატის წინასწარი შეფასებებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 25,309.6 მილიონი ლარი, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 8.3%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ 4.0% შეადგინა. ეკონომიკური ექსპანსია ძირითადად განპირობებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის ძლიერი ზრდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა განათლებაში (+36.2%), ინფორმაციასა და კომუნიკაციაში (+29.7%), ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში (23.6%), სამთომოპოვებით მრეწველობაში (22.5%).

თებერვალი 2025 | საქართველოს 2025 წლის მშპ-ის პროგნოზი: ზრდა ვაჭრობის მატების, საკრედიტო ბუმისა და სარეზერვო წნეხის ფონზე
20 თებერვალი 2025

საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.

დეკემბერი 2024 | აგრო მიმოხილვა
10 იანვარი 2025

ვაშლის წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შიდა ქართლის რეგიონში, რომელზეც 2023 წელს მთლიანი წარმოების 71% მოდიოდა; მცხეთა-მთიანეთის წილი 8.5%-ს შეადგენდა, ხოლო ქვემო ქართლის – 7.3%-ს.

ნოემბერი 2024 | ეკონომიკური ზრდა დაფუძნებულია სესხებსა და ვაჭრობაზე, გამოწვევად რჩება ვალუტის გაუფასურება
20 ნოემბერი 2024

საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.

სექტემბერი 2024 | აგრო მიმოხილვა
04 ოქტომბერი 2024

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 5.3% შეადგინა.

შეავსე ფორმა