შეავსე ფორმა
Logo
ამბავი ჭკვიან ადამიანებზე, თავდაუზოგავ შრომასა და სასწაულებზე
10 აპრილი 2015

ერთი წლის წინ, 2014 წლის მარტში, ისრაელის საელჩომ საქართველოში ქართულ-ებრაულ ფორუმზე გამოსასვლელად მიმიწვია. ბევრი მიზეზის გამო ჩემი პრეზენტაცია 1977 წელზე საუბრით დავიწყე. ამ მიზეზთაგან ერთ-ერთი პირადი იყო – ამ წელს ჩემი ოჯახი სანკ-პეტერბურგიდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ 1977 წლის ისრაელი ძალიან ბევრი რამით (თუმცა ყველაფრით არა) ჰგავს დღევანდელ საქართველოს.

სიამაყე და ცრურწმენა საქართველოში სურსათის მოხმარების შესახებ
03 ოქტომბერი 2014

სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ყველაზე მეტად აღიარებული ასპექტია. სტუმრის პატივისცემა ოჯახისთვის სიამაყეა. დედაჩემი პატარა იმერულ ოჯახში გაიზარდა და როგორც ის მიყვება ხოლმე, ბავშვებს არ აძლევდნენ ხოლმე ჭამის უფლებას, მანამ, სანამ სტუმრებს ბოლომდე არ სცემდნენ პატივს, ე.ი. სანამ სტუმრები სათანადოდ არ დანაყრდებოდნენ. სოფლის ყველაზე ღარიბი ოჯახიც კი საკუთარ შესაძლებლობებს (და შემოსავალსაც) კი გადააჭარბებდა იმისთვის, რომ ადგილობრივი დელიკატესების, ხორცის, ბოსტნეულის და სახლის ღვინის სიუხვით სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

მრავალთაობიანი ქვეყანა
11 ივლისი 2014

რა არის ოჯახი? ამ კითხვაზე, მაგალითად, შვედი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებთ „დედიკო, მამიკო და ბავშვები“. საინტერესოა, რას გიპასუხებდნენ საქართველოში? ქართველი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებდათ „ბებია, ბაბუა, დედა, მამა და ბავშვები“. მრავალთაობიანი ოჯახი, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურად უფრო განვითარებული ნაწილი დღეს თითქმის აღარ იცნობს, ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

საქართველო ორ ცეცხლს შუა: რუსეთი თუ ევროპა?
06 ივნისი 2014

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ ეს არის საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომლითაც მან 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე გამოხატა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის, „მე მაქვს ოცნება“ მსგავსად, ჟვანიას ეს დრამატული გამოთქმა შეიცავდა ორ სურვილს: 1. გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრები; 2. თავი დაგვეღწია რუსეთის გავლენის სფეროსთვის, როგორც პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ასევე კულტურულს, რაც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დომინირებდა საქართველოში.

არიან ქართველები მეტისმეტად მოუთმენელნი?
10 მარტი 2014

დავუშვათ, რომ ძმას 1000 ლარი ასესხეთ. ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრზე გაცემული სესხი უპროცენტოა. ერთ დღესაც ძმამ დაგირეკათ და ვალის დაბრუნების ორი თარიღიდან ერთის არჩევა შემოგთავაზათ: დღეს ან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. რომელს აირჩევდით? სტანდარტული ეკონომიკური თეორიის თანახმად, უნდა აირჩიოთ ფულის დაბრუნება დღეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, როგორც წესი, აწმყოს ანიჭებენ უპირატესობას მომავალთან შედარებისას.

შეავსე ფორმა