მომხმარებელთა განწყობის ინდექსი გაუარესდა. მომხმარებელთა განწყობა შემცირდა 5.9 პუნქტით (იანვარში არსებული -28.1-დან, თებერვალში -34 ერთეულამდე დაეცა). შემცირდა ორივე ქვე-ინდექსი - მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 3.8 პუნქტით, ხოლო მოლოდინების ინდექსი 8.1 პუნქტით დაეცა
მოხმარებელთა განწყობის ინდექსში მცირე ცვლილებებია. მას შემდეგ, რაც ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მცირედით დაეცა, დეკემბერში ინდექსი გაუმჯობესდა (ნოემბერში არსებული -28.6-დან დეკემბერში -27.7 ერთეულამდე გაიზარდა), თუმცა იანვარში კვლავ შემცირდა -28.1 პუნქტამდე. როგორც ჩანს, ოქტომბრის შემდეგ მომხმარებელთა ზოგადი განწყობა ახალ დონეზე დასტაბილურდა.
მომხმარებელთა განწყობაში მცირედი ცვლილებაა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ზღვრულად შემცირდა და ოქტომბერში არსებული -28.3-დან ნოემბერში -28.6 პუნქტი შეადგინა (დაეცა 0.3 ერთეულით). მომხმარებელთა განწყობის ქვე-ინდექსები უმნიშვნელოდ შეიცვალა სხვადასხვა მიმართულებით.
მომხმარებელთა განწყობა გაუარესდა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი სექტემბერში არსებული -24,1-დან ოქტომბერში -28,3 პუნქტამდე დაეცა (შემცირდა 4,2 ერთეულით). შემცირდა მომხმარებელთა განწყობის ორივე ქვე-ინდექსი - მოლოდინების და მიმდინარე მდგომარეობის, პირველი 3.3, ხოლო მეორე 5.1 ერთეული პუნქტით.
სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა. მაისიდან მოყოლებული, მომხმარებელთა განწყობის ინდექსს დადებითი ტენდენცია ჰქონდა, სექტემბერში კი მცირე ვარდნა დაფიქსირდა და ინდექსი აგვისტოში არსებული -23.9 პუნქტიდან სექტემბერში -24.1 პუნქტამდე დაეცა.