გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2020 წლის სექტემბერში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 120 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, მან მაინც ვერ შეძლო გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია.
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრულ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2020 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
როდესაც 2020 წლის II კვარტლის (აპრილ-ივნისი) უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, არავის გაჰკვირვებია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე, რომელიც წინა წლებში სტაბილურად მცირდებოდა, მოულოდნელად 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის II კვარტალთან შედარებით (უფრო ზუსტად, 11,4%-დან 2019 წლის II კვარტალში 12,3%-მდე 2020 წლის II კვარტალში). ალბათ, ის უფრო გასაკვირია, რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მეტად არ გაზრდილა შეჩერებული ეკონომიკური აქტივობების, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებისა და საკარანტინო ღონისძიებების ფონზე.