თუ მთავრობის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, კვლევითი ინსტიტუტი ან უბრალოდ შეწუხებული მოქალაქე ხართ, რომელსაც გარემოს მდგომარეობაზე გული შეგტკივათ, ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. EPI ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და გვიყვება არასასიამოვნო სიმართლეს თითოეული ქვეყნის ტრაექტორიასა და მათი მუშაობის ეფექტიანობაზე.
2018 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა 997 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს (+35% 2017 წლის მარტთან და +7% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის თითქმის მეოთხედი (24%) ენგურისა (188 მლნ. კვტ.სთ.) და ვარდნილის (49 მლნ. კვტ.სთ.) ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს. ადგილობრივმა ბაზარმა 1,116 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა (+9% 2017 წლის მარტთან და +5% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის დაახლოებით 19% (207 მლნ. კვტ.სთ.) აფხაზეთმა მოიხმარა.
2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველობა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია და 5.0% შეადგინა. ამ ზრდის დიდი ნაწილი მშენებლობაზე (11.2%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (11.2%) და საფინანსო სექტორზე (9.2%) მოდიოდა. თუმცა, ამ სექტორებისგან განსხვავებით, 2017 წელს ეკონომიკის რამდენიმე დარგი შემცირდა. მათ შორის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობა (-2.7%) იყო.
2017 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა. სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 2017 წლის მარტში. გაზრდილმა სხვაობამ და ისტორიულმა ტენდენციამ, რომელიც ამ სხვაობის ზრდაზე მიანიშნებდა, წაახალისა პოლიტიკის ვარიანტები, რომლებიც აქცენტს ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებაზე ამახვილებს.
საქართველოს მთავრობა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (AA) ჰარმონიზების პროცესში. რეფორმის განსაკუთრებით პრობლემური ნაწილი ეხება 2000/60/EC დირექტივის განხორციელებას, რომელიც წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) სახელით არის ცნობილი. წყლის რესურსების სწორი მართვა უკიდურესად რთული წამოწყებაა, რომელიც ყველა მექანიზმის სიღრმისეულ გააზრებას საჭიროებს.