25
ნოემბერი
2013
საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობის გაზრდის უამრავი შესაძლო გზა არსებობს. ცოდნის ამაღლება, ტექნოლოგიების გამოყენება, ფერმერებს შორის თანამშრომლობა და მიწის ფრაგმენტულობის პრობლემის დაძლევა მხოლოდ რამოდენიმეა იმ ექსპერტულ მოსაზრებათა შორის, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დებატებში გაჟღერდა.
22
ნოემბერი
2013
ბევრი ჩვენგანი იღბლიანია იმის გამო, რომ მისთვის დიდებულ და ღირსეულ მასწავლებლებს უსწავლებია. მასწავლებლებს, რომლებიც არამხოლოდ გვასწავლიან, არამედ ჩვენს მორალურ და ზნეობრივ აღზრდაზეც ზრუნავენ. მართლაც, ამ პროფესიის ადამიანები უდიდეს (დადებით თუ უარყოფით) გავლენას ახდენენ ბავშვების აზროვნებაზე, მათ პროფესიულ მომავალსა და მისწრაფებებზე.
15
ნოემბერი
2013
საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელთან შედარებით საბჭოთა კავშირის დროს უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიუხედევად ტექნოლოგიური პროგრესისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის მთელ მსოფლიოში, საქართველომ განიცადა რეგრესი სოფლის მეურნეობის დარგში. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა აღემატებოდა 4 მილიონს, დღესდღეობით კი ოდნავ აღემეტება 1 მილიონს.
04
ნოემბერი
2013
მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა იმასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც სახელმწიფო უნდა იყოს თუ არა საკუთრების უფლების გარანტი, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს უფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული. წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება იმ პირობებში, როცა ადამიანთა და საკუთრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არაა.
01
ნოემბერი
2013
შარშან პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ თანაინვესტირების ფონდის დაარსებას გეგმავდა, და აი ერთი წლის შემდეგ ფინანსურად ძლიერი ინვესტორების ჯგუფმა დაარსეს კიდეც 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდი.