შეავსე ფორმა
Logo
საქართველოში ადრეული სწავლების სისტემის ხარჯებისა და ფინანსების ყოვლისმომცველი სტრატეგია
09 ივლისი 2012

აღნიშნული კვლევის მიზანია საქართველოში ადრეული სწავლების დაფინანსების არსებული მექანიზმის დეტალური ანალიზი, ალტერნატიული მოდელების ხარჯების დათვლა და ქართული კონტექსტისთვის შესაბამისი მდგრადი ფინანსური და სამართლებრივი სცენარების შემუშავება და შეთავაზება.

ქართული პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შეფასება
02 ივლისი 2012

პროექტის მიზანი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ მომზადებული სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შეფასება რეფორმების ძირითად სფეროებში. პროექტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ქართული კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიმოხილვას რეფორმების ძირითად სფეროებში, როგორიცაა დასაქმება, სოფლის განვითარება და განათლება.

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში
04 ივნისი 2012

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, კონკურენტუნარიანობის საკითხების ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევის საფუძველზე შეავსოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიში. კერძოდ, ის შეისწავლის საქართველოს პოტენციალს, გამოიყენოს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნეს-გარემო, რათა მოირგოს კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ჰაბის როლი.

ზრდის დიაგნოსტიკა საქართველოსთვის
31 მაისი 2012

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

“ ზედმეტი განათლების ” მახე
24 აპრილი 2012

რამდენმა თქვენგანმა გაიარა უნივერსიტეტის სრული სასწავლო კურსი პრაქტიკული უნარების გამომუშავებისა და “განათლების” მიღების გარეშე?

შეავსე ფორმა