23
დეკემბერი
2013
როგორც ბევრ სხვას, მეც მირჩევნია მქონდეს მეტი ალტერნატივა, მაგრამ ვერ ვიტან ამორჩევის პროცესს. შედეგად, ჩემს ცხოვრებაში ბევრი უმნიშვნელოვანესი არჩევანი, პარტნიორის შერჩევის ჩათვლით, ჩემს ნაცვლად სხვებმა გააკეთეს.
20
დეკემბერი
2013
2014 წლის პირველი იანვრიდან სომხეთი სრულიად ახალ საპენსიო სისტემაზე გადადის. ეს რადიკალური რეფორმა ემსახურება ორი პრობლემის მოგვარებას: ასაკოვან მოქალაქეთა შორის გავრცელებულ სიღარიბესა და ეკონომიკაში კაპიტალის ნაკლებობას. ანალოგიური პრობლემები არსებობს საქართველოშიც, სადაც სტანდარტული სახელმწიფო პენსია 150 ლარს შეადგენს, დაზოგვის დაბალი დონის გამო კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კაპიტალის მაღალი დანახარჯები აბრკოლებს.
09
დეკემბერი
2013
როდესაც რომელიმე ქვეყანა სტრატეგიულ კვლევებს ახორციელებს, შედეგებს მთელი კაცობრიობა იმკის. მართალია ფუნდამენტური კვლევების შედეგად მიღებულ ცოდნას პირდაპირი გამოყენება არ აქვს, მაგრამ სწორედ მასზე დაყრდნობით ხდება საწარმოო ინოვაციების დანერგვაც.
06
დეკემბერი
2013
ერთი თუ ორი წლის წინ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, ზესტაფონში, ლავაცას (Lavazza) ყავის ჯიხური გაიხსნა. ასეთები თბილისში არცთუ ცოტაა, მაგრამ გზის პირას მსგავსი ტიპის დაწესებულება ნამდვილად სიახლე იყო. ცოტა ხანში კიდევ ერთი ასეთი ჯიხური გაიხსნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისიც ისევ ზესტაფონში.
02
დეკემბერი
2013
გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ლინგვისტმა ბენჯამენ ლი უორფმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. უორფიანიზმის სახელით ცნობილი ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად,ენის გრამატიკული სტრუქტურა და ლექსიკა, ერთად აღებული, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები.