შეავსე ფორმა
Logo
აზერბაიჯანის ეკონომიკა და ნავთობის ფასები: ღვთის წყალობა?
24 სექტემბერი 2015

ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასებმა ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში 110 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა 2014 წლის აგვისტოში მოულოდნელად მკვეთრად დაეცა და სულ რაღაც 5 თვეში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 50 აშშ დოლარი შეადგინა. უკვე ერთი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, ბარელი ნავთობის არსებული ფასი უცვლელი დარჩება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც.

განწყობა მნიშვნელოვანია!
18 სექტემბერი 2015

2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით.

ქართული ვალუტა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში
14 სექტემბერი 2015

ადვილი მისახვედრია, რას ნიშნავს სუსტი ან ძლიერი ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ ძლიერი ეკონომიკა ხასიათდება უმუშევრობის დაბალი და ზრდის მაღალი მაჩვენებლით. სხვა სასურველი მახასიათებლებია სიღარიბისა და საშემოსავლო დისბალანსის დაბალი დონე, ყველა მოქალაქე ცხოვრობს კარგად.

სპარსული მხეცის გათავისუფლება: რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ირანისთვის სანქციების მოხსნამ?
07 სექტემბერი 2015

რეგიონულ ეკონომიკაში შორეული რყევებია, განსაკუთრებული, სპარსული საკმაზით. დასავლელ პარტნიორებსა და ირანის ლიდერებს შორის ბირთვული გაფართოების პროგრამასთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება გულისხმობს ირანის მსოფლიო ბაზარზე გასვლასა და საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას. თუ ირანი შეასრულებს შეთანხმების პირობებს, ექსპორტ-იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მომდევნო წლის განმავლობაში გაუქმდება.

ივლისი 2015 მაკრო მიმოხილვა | ქართული ეკონომიკა მეორე კვარტალში მცირედით გაიზარდა. ლარის გაუფასურების მიუხედავად უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების მოცულობა კვლავ იზრდება
11 აგვისტო 2015

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2015 წლის ივლისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა