06
დეკემბერი
2013
ერთი თუ ორი წლის წინ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, ზესტაფონში, ლავაცას (Lavazza) ყავის ჯიხური გაიხსნა. ასეთები თბილისში არცთუ ცოტაა, მაგრამ გზის პირას მსგავსი ტიპის დაწესებულება ნამდვილად სიახლე იყო. ცოტა ხანში კიდევ ერთი ასეთი ჯიხური გაიხსნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისიც ისევ ზესტაფონში.
21
ოქტომბერი
2013
1991 წელს პიტერ ბაუერის მიერ დაწერილი „განვითარების ზღვარი“ დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოსა და 21 საუკუნის სხვა მეტწილად აგრარული ეკონომიკებისთვის. ეკონომიკური განვითარება, ბაუერის აზრით, „იწყება მაშინ, როდესაც საარსებო რესურსების მოსაპოვებელი საქმიანობის ჩანაცვლება ხდება გაყიდვაზე ორიენტირებული წარმოებით. მწარმოებლები დაიწყებენ არსებობისათვის საჭირო პროდუქტზე მეტის წარმოებას, თუ ისინი ამის უპირატესობას დაინახავენ და ამავე დროს, თუ ეს შესაძლებელი იქნება მათთვის.
27
სექტემბერი
2013
ეკონომიკის პრინციპების კურსის პირველივე ლექციაზე ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს, რომ ვაჭრობა სარგებლიანია. ნებაყოფლობითი გაცვლა (ანუ ვაჭრობა) ზრდის საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას გაცვლაში მონაწილე ორივე მხარის მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. ეკონომისტებისათვის ვაჭრობის სარგებლიანობა ის აქსიომაა, რომელსაც ამ მეცნიერების მრავალი პრინციპი ემყარება.
17
ივნისი
2013
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
22
მარტი
2013
ქართული ეკონომიკის ობიექტური შეფასება საიმედო სურათს არ იძლევა. ქვეყნის მშპ, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში პოლონეთისას უტოლდებოდა, ომების, ბაზრების დაკარგვის, კორუფციის აყვავების, კრიმინოგენური ვითარების გაუარესებისა და ხელისუფლებათა არაკომპეტენტურობის ფონზე კატასტროფული სისწრაფით დაეცა.