18
ნოემბერი
2013
ჩვენს წინა სტატიაში გამოვიკვლიეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 12 თვის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, ჩვენ შევეხეთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური ზრდის დინამიკა არჩევნებამდე და მის შემდეგ დიდწილად განპირობებული იყო „პოლიტიკური ბიზნეს-ციკლის“ ეფექტით არჩევნებამდე სამთავრობო გადახარჯვის გამო.
15
ნოემბერი
2013
საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელთან შედარებით საბჭოთა კავშირის დროს უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიუხედევად ტექნოლოგიური პროგრესისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის მთელ მსოფლიოში, საქართველომ განიცადა რეგრესი სოფლის მეურნეობის დარგში. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა აღემატებოდა 4 მილიონს, დღესდღეობით კი ოდნავ აღემეტება 1 მილიონს.
10
ნოემბერი
2013
2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო. „კოჰაბიტაციის“ ერთწლიანი ...
08
ნოემბერი
2013
მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მომსახურების სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემების მიხედვით, 2012 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მსოფლიო შიდა პროდუქტში (2012 წლის ფასებში) 2.1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
04
ნოემბერი
2013
მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა იმასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც სახელმწიფო უნდა იყოს თუ არა საკუთრების უფლების გარანტი, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს უფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული. წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება იმ პირობებში, როცა ადამიანთა და საკუთრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არაა.