2023 და 2024 წლებში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3,0%-მდე შემცირება 2022 წელს არსებული 3,5%-დან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2023 წლის აპრილის პროგნოზებთან შედარებით, 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0,2 პროცენტული პუნქტით ზრდა, 2024 წლის პროგნოზი კი უცვლელია.
2023 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.4 პუნქტით გაიზარდა და 18.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+21.7) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
19-20 ოქტომბერს ISET-მა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კრიზისის დროს“. ორდღიან ღონისძიებაში, რომელსაც ISET და FREE Network (აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკის კვლევების ფორუმი) მასპინძლობდნენ, მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა 15 ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
18 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსთვის მომზადებული სისტემატური დიაგნოსტიკის კვლევის წარდგენას დაეთმო.
3 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და Zinc Network-მა უმასპინძლეს საჯარო პრეზენტაციას, რომელზეც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.