31
იანვარი
2016
გერმანიაში ქართული კრიმინალი მძვინვარებს. გასული წლის 28 თებერვალს Augsburger Allgemeine-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პოლიციამ დააკავა ქართველი ქურდების ბანდა“. 22 მაისს ბავარიის პოლიციამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი სათაურით „დნმ-ის ტესტმა დაადგინა ქართველი ქურდების ბრალეულობა“. 13 აგვისტოს Bietigheimer Zeitung-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველი ქურდები გისოსებს მიღმა“, რომელშიც ნახსენებია, რომ 2010 წლიდან „ქართველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი ძარცვების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“.
20
დეკემბერი
2015
და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი.
16
დეკემბერი
2015
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში მცირეა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მოდის. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მზარდ გამოყენებას აქვს პოტენციალი, სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წვლილი შეიტანოს საჯარო ფინანსებში.
07
დეკემბერი
2015
ამ დიალოგთა სერიის მიზანი - ნათლად დაანახოს დაბრკოლებები, რომლის წინაშეც წარმოების საშუალებების მომწოდებლები, ფერმერები, კოოპერატივები, გადამამუშავებლები, ბაზრის შუამავლები, მომხმარებლები და ექსპორტიორები დგანან სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვში
07
ნოემბერი
2015
მრავალწლიანი ქაოსისა და სრული კოლაფსის შემდეგ, საქართველოს ერთ დროს სახელოვან ჩაის მრეწველობას ისევ დაეტყო სიცოცხლის ნიშან-წყალი. სულ უფრო მეტ ადამიანსა თუ ბიზნესს (ძირითადად ძალიან მცირეს, თუმცა ზოგიერთ საკმაოდ ამბიციურს. მაგალითად, „გურიელის“ ბრენდით ცნობილ ჯეოპლანტს) მოჰყავს, ამუშავებს და აფასოებს ჩაის.