თუმცა, ყველა სამწუხარო ამბავში შეიძლება პოზიტიური დეტალის აღმოჩენა და როგორც ბევრი დამკვირვებელი, ამ ფონზე შეიძლება დადებითად შევაფასოთ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი არაა ახალი კადრი. იმ გამობრძმედილი კარიერული დიპლომატის დანიშვნა, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩაბმული საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის პროცესში, მიუთითებს იმაზე, რომ ნელა, მაგრამ განუხრელად საქართველოს სახელმწიფო ძლიერებასა და სიცოცხლისუნარიანობას იკრებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის 2014 წლის ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2013 წელს, სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში (სადაც მთავარ ფიგურას რუსეთი წარმოადგენს) შესვლამ შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში. სავარაუდო იყო, რომ ეს საქართველოს ეკონომიკურ შევიწროვებას გამოიწვევდა რუსეთისა და სომხეთის მხრიდან, ვინაიდან ეს უკანასკნელი, რუსეთზე გეოგრაფიული დამოკიდებულების გამო, მის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ (ხანდახან, პირდაპირ აგენტადაც) ითვლება რეგიონში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2014 წლის ნოებრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გარკვეულწილად, საბჭოთა კავშირში ცხოვრება მარტივი იყო. მომხმარებლებს მცირე არჩევანი ჰქონდათ, და მატერიალური მისწრაფება შემოიფარგლებოდა სამი რამით: „კერძო სახლით, მანქანითა და აგარაკით“. შეიძლება ითქვას, რომ ჰომო სოვიეტიკუსი უზარმაზარ ენერგიასა და რესურსებს ხარჯავდა მატერიალური საქონლის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობდა პროდუქტებს კარტოფილიდან ნეილონის წინდებამდე და მანქანებამდე.