სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შევნიშნეთ, რომ ჰიდროგენერაციას მკვეთრად გამოხატული სეზონური ცვალებადობა ახასიათებს. ასევე დავასკვენით, რომ სეზონურობა ზღუდავს ჰესების ახალი პროექტების მომგებიანობას, ვინაიდან გამომუშავების უმეტესი წილი მოდის იმ პერიოდზე, როცა ელექტროენერგია შედარებით იაფია და მხოლოდ მცირე ნაწილის გამომუშავება ხდება მაშინ, როცა ელექტროენერგია ძვირია.
ჩვენს ორნაწილიან სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია ქარის და წყლის ენერგიის კომბინაციას დაეხმაროს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და აქციოს ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორად.
ხუდონი, საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პროექტი ენერგეტიკაში, კვლავ განხილვის საგანია. ენეგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის უკანასკნელი განცხადების თანახმად, ხუდონის პროექტი შეჩერებულია მინიმუმ 2014 წლის 1 მარტამდე. გეგმის მიხედვით, ჰიდროელექტრო სადგურის (ჰესის) სიმძლავრე 700 მგვტ-ს გადააჭარბებს, ხოლო წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 1.5 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.